არაგვის ხიდის აღდგენის სამუშაოები

დაზიანებული არაგვის ხიდის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.

ფილის აღდგენისთვის ბეტონის სამუშაოები უკვე დასრულდა. საჭირო მდგრადობის მინიმალურ დროში მისაღწევად, გამოყენებული იქნა შესაბამისი დანამატები. ბეტონის გაშრობისთანავე მოეწყობა ასფალტის საფარი და უკვე კვირას 23 მარტს, ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება. აღდგენის სამუშაოების დასრულებამდე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ალტერნატიული გზებით ხორციელდება. მდინარე არაგვის ხიდი გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა და ის საერთაშორისო მნიშვნელობის, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე მდებარეობს. 2024 წელს მდინარე არაგვზე, ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი მომზადდა და უახლოეს მომავალში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.