არაგველობა – 2026

21:55, 13.09.2026

ხევსურეთში, გიგაურთის ველზე, ფხოველ გმირთა ხსენების დღე „არაგველობა“ გაიმართა. ეს არის დღე, როდესაც პატივს მიაგებენ მეომრებს, რომლებმაც საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას სიცოცხლე შესწირეს. ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს მათი თავდადების ისტორია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. გიგაურთის ველზე შეკრებილმა საზოგადოებამ პატივი მიაგო სამშობლოსთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. „არაგველობა“ ფშავ-ხევსურული კულტურისა და ტრადიციების გაცოცხლების შესაძლებლობაცაა. სტუმრებისთვის წარმოდგენილი იყო სპორტული აქტივობები, ტრადიციული კერძები და ადგილობრივების ხელნაკეთი ნივთები. ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გმირთა მოსაგონარი იყო, რომელიც ფშავ-ხევსურული წესით შესრულდა. მთავარი სანახაობა ფშავ-ხევსურული დოღი იყო. მხედრებმა ტრადიციულ შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა და სტუმრებს მთის კულტურა გააცნეს. გიგაურთის ველზე ასევე მოიხარშა ტრადიციული ლიდი.

მსგავსი