არაეტიკეტირებული კვერცხი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 21 600 არაეტიკეტირებული კვერცხი დალუქა.

უწყება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში კვერცხის საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. სააგენტოს ინფორმაციით, საეჭვო წარმომავლობის კვერცხი დაილუქა და ბიზნესოპერატორს მისი განადგურება დაევალა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

სააგენტო ბიზნესოპერატორებს შეახსენებს, რომ ისინი ვალდბულნი არიან სარეალიზაციოდ განთავსებულ კვერცხზე მიუთითონ პროდუქტის წარმოშობის ქვეყანა და წარმოების თარიღი.