განსხვავებული პოზიციები გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტის განხილვაზე

აზრთა სხვადასხვაობა საკანონმდებლო ორგანოში.  ქალთა სავალდებულო კვოტირების საკითხს, კანონმდებელთა ნაწილი ემხრობა, ნაწილი კი კატეგორიული წინაღმდეგია.  ევროპული საქართველო  30 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერითა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ  ინიციატივას მხარს არ უჭერს.  პოზიციები არაერთგვაროვანია მმართველ გუნდშიც.