არადეკლარირებული სიგარეტის ამოღება

არადეკლარირებული 433 840 კოლოფი სიგარეტი ამოიღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა. საბაზრო ღირებულება 2 429 504 ლარია. გამოძიების ცნობით ბელარუსში რეგისტრირებულმა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა, რომლის საბოლოო დანიშნულება ჩეხეთი იყო, „წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა საზღვარი. სატვირთო, რომელიც დოკუმენტაციის მიხედვით, ლითონის კარის გადამტანი იყო, მებაჟე ოფიცრებმა, დამატებით კონტროლზე შეაყოვნეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.