არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები შეხვდნენ. ისაუბრეს არსებული კავშირების მზარდ დინამიკაზე და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე. აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე განახლებადი ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და ტურიზმის სფეროებში. შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორების ჩართულობით საინვესტიციო პროექტების განხილვის ქმედითი მექანიზმი შეიქმნება. მხარეთა განცხადებით აღნიშნული პლატფორმა ხელს შეუწყობს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების თანამშრომლობას ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი ინიციატივების განხორციელების მიმართულებით.