არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი

18:18, 30.04.2026

არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციას უმასპინძლა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმაც. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აგროსასურსათო მიმართულებით თანამშრომლობაზე და საქართველოს ექსპორტის პოტენციალზე. ვაჭრობის გაღრმავებისა და თანამშრომლობის პრაქტიკულ დონეზე გაძლიერების მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებას.

მსგავსი