არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

15:08, 30.04.2026

2026 წლის 30 აპრილს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების დადებით დინამიკას. ასევე, აღინიშნა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების მნიშვნელობა. მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან პარტნიორობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონტექსტში.

მსგავსი