„არა ტერორიზმის დაფინანსებას!“ – ამ დევიზით საფრანგეთის დედაქალაქში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. ფორუმის დღის წესრიგი ტერორისტული ჯგუფებისთვის ფინანსური რესურსების დაბლოკვისა და კოორდინაციული მოქმედების გაძლიერების საკითხებს მოიცავდა. სხდომა საფრანგეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა გახსნეს.
კონფერენციის ბოლოს ფორუმის მონაწილეებს საფრანგეთის პრეზიდენტიც შეუერთდა და აღნიშნა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად დისკუსიები საკმარისად სწრაფად არ მიმდინარეობს.