"არა სვანეთის დაცლას, არა ჰესებს!" - ლენტეხის მოსახლეობის აქცია

არა სვანეთის დაცლას, არა ჰესებს – ამ სახელწოდების აქცია გაიმართა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ოფისთან. აქცია ლენტეხის რაიონის სამი სოფლის ხელედას, წანაშისა და ლესამის მცხოვრებლებმა გამართეს.

პროტესტის მონაწილეები ხელედას ხეობაში, ჰიდროელექტროსადგურ “ხელედა 3″-ის მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობა ხელისუფლებას მოუწოდებს, პროექტზე უარი თქვას, რადგან, შესაძლოა, მოხდეს ეკოლოგიური კატასტროფა. სვანეთის მოსახლეობა აქციების პერმანენტულ ჩატარებას გეგმავს.