“არა ოკუპაციას!” - სოფელ ატოცში აქცია გაიმართა

“არა ოკუპაციას” ამ სახელწოდებით სოფელ ატოცში აქცია გაიმართა, იქ სადაც რუსმა სამხედროებმა ერთი თვის წინ სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს. მუსიკოსებმა საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები მუსიკალური პერფორმანსით გააპროტესტეს.

ადგილი, სადაც რკინის გამყოფი ბარიერის გასაკეთებლად რკინის ღობეები უკვე გაკეთებულია, მუსიკოსებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. აქციას რუსი სამხედროები თვალს ოკუპირებული ტერიტორიიდან ადევნებდნენ.