„არა ნამოხვანჰესს“- ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა

„ნუ ჩაგვძირავთ“, „არა ნამოხვანჰესს“- ამ სახელწოდების აქცია ქუთაისში, ჯაჭვის ხიდზე გაიმართა.

აქციის მონაწილეები არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ლეჩხუმისა და სვანეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოქალაქეები. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, უარი თქვას ჰესების მშენებლობაზე, ვინაიდან, მათი თქმით, აღნიშნული პროექტები მათი კუთხეების მიკროკლიმატს საფრთხეს უქმნის.