„არა ნაციზმის“ სარჩელი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ

მოძრაობა „არა ნაციზმს“ „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.

მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, ნიკა გვარამიას გამოსვლები არის პატივისა და ღირსების შემლახველი და შეიცავს მუქარას.

სარჩელს მოძრაობა ორშაბათს 11 საათზე შეიტანს.

ხვალ, 23 ნოემბერს სამოქალაქო მოძრაობა ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე, დიდუბის ეკლესიასთან მემორიალს გახსნის. მათი თქმით, ეს მემორიალი წინა ხელისუფლების დროს დახვრეტილი ბიჭების მოსახსენიებელი იქნება, რადგან საზოგადოების ყველა წევრს კარგად ახსოვდეს 9-წლიანი რეჟიმი.