“არა ჰესომანიას” - პარლამენტის შენობასთან რაჭასა და სვანეთში ჰესების მშენებლობა გააპროტესტეს

საპროტესტო აქცია იყო პარლამენტის შენობასთანაც. “არა ჰესომანიას – ამ ლოზუნგით შეიკრიბნენ მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე. აქციის მონაწილეებმა რაჭასა და სვანეთში ჰესების მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, შეაჩეროს მშენებლობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი, პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

ადგილზე გარემოსდამცველები, სვანეთისა და რაჭის მცხოვრებლები იყვნენ შეკრებილები.