"არა ესტაკადას - იპოდრომი ჩვენია!” - აქცია იპოდრომის პარკში

“არა ესტაკადას – იპოდრომი ჩვენია!” – ამ სახელწოდებით აქცია იპოდრომის პარკში გაიმართა. აქციის მონაწილეები, მიმდებარე ტერიტორიაზე ესტაკადის მშენებლობას აპროტესტებენ.

მოქალაქეები თბილისის მერიას პროექტის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ არ არსებობს არანაირი დასკვნა, რომ სამშენებლო სამუშაოები იქ მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხეს არ შეუქმნის.

აქციაზე შეკრებილების თქმით, უკეთესი იქნება, დედაქალაქში მთავრობამ იპოდრომის, როგორც რეკრეაციული ზონის განვითარებაზე იზრუნოს.