„არა ძალადობას“ - აქცია ხაშურში

„არა ძალადობას“ ამ ლოზუნგით გაიმართა საპროტესტო აქცია ხაშურში.

სკვერში დილიდან შეკრებილი იყვნენ ადგილობრივი ჟურნალისტები და მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებდნენ გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც თავს დაესხნენ და სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს მათი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. ჟურნალისტებზე ძალადობას დღეს გორშიც გააპროტესტებენ.