„არა ციხეს“- პროტესტი რუსთავში

პროტესტი რუსთავში.

ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობაზე მიმდინარე სამუშაოებს აქციის მონაწილეებმა ხელი შეუშალეს. ადგილობრივები და სამოქალაქო აქტივისტები სამშენებლო ტერიტორიაზე შევიდნენ და კომპანიის მანქანას გადაადგილების საშუალება არ მისცეს.

მოგვიანებით, შეკრებილებმა სამშენებლო ტერიტორიიდან ცენტრალურ გზაზე გადაინაცვლეს და გზა გადაკეტეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამშენებლო სამუშაოებში ჩართული ავტომობილების მძღოლებს შორის დაპირისპირებაც მოყვა.

პროტესტის მონაწილეებმა ადგილზე იუსტიციის მინისტრის და ქალაქის ხელმძღვანელობის მისვლა მოითხოვს.

„არა ციხეს“, – ამ ლოზუნგით უკვე მეოთხე დღეა, რუსთავში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რუსთაველები ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალი ციხის ღობე დასახლებულ პუნქტთან 30 მეტრშია და თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობენ.