„არა ჩაბეტონებას“ - საპროტესტო აქცია ბათუმში

„არა ჩაბეტონებას“ – ბათუმში მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ ორგანიზებით, პროექტისრივიერა ბათუმის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სანაპიროზე პროექტით გათვალისწინებული ცათამბჯენების მშენებლობაში ეკოლოგიურ საფრთხეებს ხედავენ და მიიჩნევენ, რომ ისტორიულ ტერიტორიაზე, სადაც მაქსიმუმ სამსართულიანი შენობის აშენებაა ნებადართული, პროექტი კანონდარღვევით ხორციელდება.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, კომპანიას ალტერნატიული ადგილი გამოეყოს. შპს „რივიერა ბათუმის“ პროექტი, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს.