„არ დამივიწყოთ”

უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანებს ამჯერად ფოტოებით იხსენებენ. გაიხსნა გამოფენა სიმბოლური სახელწოდებით – „არ დამივიწყოთ”.

კულტურის ცენტრ „მუზაში” ყველა იმ მებრძოლის სურათი გამოფინეს, რომელთა კვალი აფხაზეთის და 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს დაიკარგა.

ფოტოგამოფენით ორგანიზატორები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის საერთაშორისო დღის აღნიშვნას უერთდებიან.