"აქტუალურ თემაში" ერთმანეთს თამარ ჩერგოლეიშვილი და გოგა ხაინდრავა დაუპირისპირდნენ

ხმაურიანი დებატები პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ . წინასაარჩევნო პერიოდზე საუბრისას ერთმანეთს „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი და რეჟისორი გოგა ხაინდრავა დაუპირისპირდნენ.

ვითარება განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როდესაც დაისვა კითხვა, როგორია ქვეყანაში მედია და ბიზნესგარემო. “ტაბულას” დამფუძნებელმა გოგა ხაინდრავას კითხვაზე პასუხის დროს საუბარი არაერთხელ შეაწყვეტინა. ამის მიზეზი კი რეჟისორის განცხადება იყო, როდესაც მან თქვა, რომ “ევროპული საქართველო” რეალურად კვლავ “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს ატარებს და მათ დავით კეზერაშვილი აფინანსებს, რომელსაც ოფშორულ ზონაში მილიონ ორასი მილიონი აღმოაჩნდა, სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა თამარ ჩერგოლეიშვილის გაღიზიანება.

აქტუალური თემა