აქტივისტების სასამართლო პროცესი

18:04, 28.07.2026

თბილისის საკრებულოსთან დაკავებული პირების სასამართლო პროცესები მიმდინარეობს დილიდან. ვასო ბერიძე 173-ე მუხლის დარღვევაში დამნაშავედ ცნო მოსამართლემ და 5 000 ლარით დააჯარიმა. რაც შეეხება 166-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებას, ამ მიმართულებით სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა. ბერიძე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. პარალელურად, მიმდინარეობს კიდევ ოთხი პირის სხდომები. მსჯელობენ თორნიკე თოშხუას, ნატო ბოლქვაძის, მარიამ მეყანწიშვილისა და შაკო ბაღდოშვილის საქმეებზე. დედაქალაქის საკრებულოსთან აქციაზე 10 პირი დააკავეს. შსს-ის ცნობით, დაკავებულებს „შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში. რატომ გახდა სიძულვილის ენის გამოყენება პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი, განსხვავებულია მოსაზრებები ოპოზიციასა და მმართველ გუნდში.

მსგავსი