აქტიური ტურისტული სეზონი თუშეთში 

21:50, 11.08.2026

ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტი ევროპაში, უნიკალური ლანდშაფტი და არქიტექტურა – თუშეთში, სადაც ზაფხული განსაკუთრებით გამორჩეულია, წელს ვიზიტორების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. ბოლო წლებში მკვეთრად არის გაზრდილი ქართველი მოგზაურების რაოდენობაც. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება აქტიურ სეზონს სიახლეებით ხვდება. გახსნილია ახალი სასტუმროები და კვების ობიექტები. მიმდინარეობს ერთ-ერთი ყველაზე რთულად გასავლელი და მაღალი საავტომობილო უღელტეხილის რეაბილიტაცია. ფართოვდება გზის პრობლემური მონაკვეთები და მაგრდება მეწყერ-საშიში ზონები.

ადგილები, რომელიც ყოველ წელს უფრო და უფრო მეტ მოგზაურს იზიდავს – ნახეთ „მოამბის“  რეპორტაჟი თუშეთიდან.

მსგავსი