აქტიური რეზერვის საპილოტე პროექტი აჭარასა და გურიაში ამოქმედდა

კახეთის შემდეგ აქტიური რეზერვის საპილოტე პროექტი აჭარისა და გურიის რეგიონებშიც ამოქმედდა.

რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი ამჯერად ბათუმში დადეს. დღეიდან რეზერვისტები შეიარაღებულ ძალებში 5 წლის განმავლობაში იმსახურებენ, მათი საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება.

აქტიურ რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტების შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს.

სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. სტუდენტები ხუთწლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გათავისუფლდებიან.