აქონდროპლაზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე

იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც საქართველოში 20-მდე ბავშვს აწუხებს.

25 ოქტომბერი აქონდროპლაზიის ცნობიერების საერთაშორისო დღეა. საუბარია დიაგნოზზე, რომელიც ზრდის შეფერხებას და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დეფექტს იწვევს. დაავადებასთან ბრძოლის დროს მკურნალობას აზრი 15 წლამდე აქვს. ბოლო ერთი წელია, არაერთი ექსპერიმენტული და ხშირად უშედეგო ოპერაცია ახალმა მედიკამენტმა, „ვიზორიდიტმა“ ჩაანაცვლა, რომელიც დღეში ერთხელ ინექციის გზით კეთდება. ამერიკის და ევროპის ქვეყნებში წამლის გამოყენებას საკმაოდ კარგი შედეგები აქვს. საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტის მიღება ზრდის სრულყოფილ ტემპებს აჩვენებს. დაავადების მქონე ბავშვების მშობლები მთავრობას ახალი მედიკამენტის შემოტანას და დაფინანსებას სთხოვენ.