აქიმიძე-დვალის მოსმენა პარლამენტში   

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმე იყო დღეს განხილვის თემა საკანონმდებლო ორგანოში.

დეპუტატების ნაწილმა ტელეკომპანიის დამფუძნებლებს მოუსმინა. დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა დღეს, 15 წლის წინანდელ  მოვლენებზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ „რუსთავი 2“-ის წილები იძულებით, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა დაათმობინეს. მათ დეტალურად და ქრონოლოგიურად გაიხსენეს 2004 წელს განვითარებული პროცესები. რაც შეეხება ქიბარ ხალვაშთან მოლაპარაკებას, დამფუძნებლები ამბობენ, რომ ტელეკომპანიის მიუკერძოებლობის გარანტიის მიღების გარეშე, არანაირ შემოთავაზებას არ მიიღებენ. მათ კითხვები აქვთ პროკურატურასთანაც იმ  საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, სადაც  დაზარალებულებად არიან ცნობილი.

ქეთი ქაშაკაშვილი დეტალებით.