აქციისთვის მზადება  

კიდევ ერთი ლოკაცია, საიდანაც ოპოზიცია მსვლელობას მართავს, მეტრო „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაა. „ევროპული საქართველოს“, მოძრაობა „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მოსახლეობას კვირას დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

ასევე, აქციის წევრები მოქალაქეებს ურიგებენ სიანფორმაციო ბროშურებს. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, ისინი მოსახლეობის ინფორმირებას ახდენენ იმის შესახებ, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა.