აქციის რამდენიმე მონაწილემ შიმშილობა შეწყვიტა

15:26, 27.11.2025

პარლამენტის წინ მოშიმშილეთა ნაწილმა, აქციის 31-ე დღეს, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. გედევან ფოფხაძის თქმით, აქციის რამდენიმე მონაწილის ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უკავშირდება და მათ შესაბამისი რეკომენდაცია სამედიცინო პერსონალმა მისცა. ამ დროისთვის, პარლამენტის წინ შიმშილობას ექვსი ადამიანი აგრძელებს. მათი განცხადებით, აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და აქციების დროს დაკავებულების უპირობო გათავისუფლება.

მსგავსი