აქციის ორგანიზატორების განცხადება

მასობრივი დაკავებები ზიანს ვერ მოგვაყენებს, ჩვენ ვაგრძელებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, – აცხადებენ მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები.

საგანგებო ბრიფინგზე მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და აღნიშნეს, რომ უპრეცედენტო გაერთიანებით შეძლებენ მიზნის მიღწევას, რაც პროპორციული არჩევნების დანიშვნას გულისხმობს. მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები მოუწოდებენ  მხარდამჭერებს შეურთდენენ ორშაბათს დაანონსებულ აქციას.