აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალეს

აქციაზე მუშაობისას პირველი არხის ჟურნალისტს, ანა ბროლაძეს მუშაობაში ხელი შეუშალა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა,, ანა დოლიძემ. ჩვენი გადამღები ჯგუფი პირდაპირ ეთერში ერთვებოდა, რა დროსაც ანა დოლიძე მასთან მივიდა და აღნიშნა, რომ განცხადების გაკეთება სურდა. ანა დოლიძის თქმით, საკმარისი არ არის ის დრო, რასაც საქართველოს პირველი არხი ხალხს უთმობს. მან პირადად მოიპოვა საეთერო დრო. ჟურნალისტმა ანა დოლიძეს განუმარტა, რომ მისთვის ეთერი არავის შეუზღუდავს. საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეები დაუპირისპირდნენ ასევე „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს. ჟურნალისტი სიმონ შანავა პირდაპირ ეთერში ერთვებოდა, როდესაც მასთან აქციის მონაწილეები მივიდნენ და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა სცადეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ტელეკომპანია მიმდინარე მოვლენებს ობიექტურად არ აშუქებს. სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა.