აქციის მონაწილეების მხრიდან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, გიორგი გახარიას გადადგომაა

აქციის მონაწილეების მხრიდან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, გიორგი გახარიას გადადგომაა. შეკრებილები შინაგან საქმეთა მინისტრისგან, მომხდართან და სამართალდამცველების მოქმედებებთან დაკავშირებით, დამატებით განმარტებებსაც ელოდებიან. ულტიმატუმის ვადა, მათ გუშინ რამდენჯერმე შეცვალეს.

კონკრეტული სამოქმედო გეგმის შესახებ კი ინფორმაცია ჯერ უცნობია. დემონსტრანტები პასუხს მინისტრისგან დღის ბოლომდე ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოქმედების გეგმაც შეიცვალოს. ამ დროისთვის კი დაზუსტებული მხოლოდ ის არის, რომ გამოსვლები დღეს საღამოს, 19:00 საათისთვის, ისევ განახლდება და, სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს გაირკვევა უფრო დეტალურად, რას აპირებენ პროტესტის მონაწილეები.

აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილიც გადაიკეტა. შეკრებილების ნაწილმა მჯდომარე პროტესტი გამოაცხადა და საავტომობილო გზაზე გადავიდა. ისინი 21 ივნისის ღამეს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრისგან, მომხდართან დაკავშირებით, დამატებით განმარტებებსაც ელოდებიან. ულტიმატუმის ვადა, მათ გუშინ რამდენჯერმე შეცვალეს. კონკრეტული სამოქმედო გეგმის შესახებ კი ინფორმაცია, ჯერ უცნობია. დაზუსტებული მხოლოდ ის არის, რომ გამოსვლები დღეს საღამოს ისევ განახლდება და, სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს გაირკვევა უფრო დეტალურად, რას აპირებენ პროტესტის მონაწილეები.

დატოვე კომენტარი