აქციის მონაწილეების დაკავება – სასამართლოს გადაწყვეტილება

12:12, 21.10.2025

საქალაქო სასამართლოში რუსთაველის გამზირზე დაკავებული აქტივისტებისა და ჟურნალისტების სასამართლო პროცესები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ნაწილს გზის გადაკეტვას, ნაწილს კი – სახის ნიღბებით დაფარვას ედავებიან. ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს, რომელსაც გზის გადაკეტვას ედავებოდნენ, მოსამართლე კობა ჩაგინავამ ხუთდღიანი პატიმრობა შეუფარდა. ნიღბისმაგვარი საშუალებით სახის დაფარვის გამო დაკავებულ პროგრამისტს, თეიმურაზ სარალიძეს კი – ექვსდღიანი პატიმრობა. ნინო ბერუაშვილს, რომელსაც იმავე მუხლით ედავებოდა გამოძიება „ნიღბის საშუალებით სახის დაფარვას“, მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ოთხი დღით პატიმრობა შეუფარდა. იგივე მიზეზით დააკავეს საბა ჯაფარიძეც, რომელსაც ექვსდღიანი პატიმრობა შეეფარდა. აქტივისტ თამარ თოთლაძეს კი, რომელიც 19 ოქტომბერს აქციასთან დაკავშირებით დააკავეს, მოსამართლემ ექვსდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი