ახალი ულტიმატუმი აქციის მონაწილეებისაგან.
შინაგან საქმეთა მინისტრს თანამდებობის დატოვებისათვის ვადა დღეს დღის 2 საათამდე მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დემონსტრანტები ისევ პერმანენტულ გამოსვლებს აანონსებენ. აქციაზე გუშინ აქტივისტებთან ერთად, ტრიბუნას მონაცვლეობით ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები და ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იკავებდნენ.
მთავარ მოთხოვნებთან ერთად ისმოდა პოლიტიკური განცხადებებიც. ორგანიზატორები პარლამენტთან შეკრებილებს პერიოდულად სიმშვიდისაკენ მოუწოდებდნენ, თუმცა იყო გარკვეული ინციდენტებიც.
აქციაზე მისულ რამდენიმე პირს სიტყვის დასრულების შესაძლებლობა არ მისცეს და ტრიბუნის დატოვება მოსთხოვეს.
აქციაზე ყოფილი პრეზიდენტის ჩამოსვლის იდეაც გაისმა, რასაც მონაწილეთა მხრიდან სტვენა და შეძახილები მოჰყვა.