აქციებზე ნიღბების და პიროტექნიკის გამოყენება იკრძალება

ახალი რეგულაციები საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვის.

მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს. ინიციატივა დემონსტრანტებს ნიღბების გამოყენებას და სახის სხვადასხვა ფორმით შენიღბვას და პიროტექნიკისა და ლაზერების გამოყენებას უკრძალავს. ოპოზიციის და უფლებადამცველი ორგანიზაციების კრიტიკის ფონზე „ქართული ოცნება“ საერთაშორისო პრაქტიკაზე მიუთითებს და საკანონმდებლო რეგულაციებს ძალადობის და დაუსჯელობის პრევენციით ხსნის. ფულადი ჯარიმა ან 15-დღიანი პატიმრობა – დღევანდელი განხილვის დროს დეპუტატები კანონდარღვევებისთვის გათვალისწინებულ სახდელებზე შეთანხმდნენ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება.