რუსთაველის გამზირზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესები გრძელდება. რამდენიმე პროცესი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება საბა ჭანკვეტაძის საქმეზე, რომელიც სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მას ჯარიმა დააკისრა. დღესვე გაიმართება ორი პირის, ნიკა კაციას და ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესებიც. აღნიშნული პირები, მათ დაკავებას მიმდინარე აქციებს და პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ. მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის უფლებადამცველი, თორნიკე მიგინეიშვილი, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს.
ხატია ჯამალაშვილის ჩართვა #მოამბე