აქციებზე დაკავებულების სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებულთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვა გრძელდება. დღეს უკვე გაიმართა ერთი პირის პროცესი. ლევან ჯაფარიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას ჯარიმა 2200 ლარის ოდენობით დააკისრა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობის მუხლებს ედავება.