აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

18:25, 16.01.2025

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 16 დეკემბერს საპროტესტო აქციაში მონაწილე 12 პირის საქმეზე პროცესი განახლდა. საუბარია ევროპის მოედანთან გზის გადაკეტვის ეპიზოდებზე. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მოხდა დაპირისპირება, თუმცა იმ დღეს ადგილზე არავინ დაუკავებიათ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ მხოლოდ 30 დეკემბერს აცნობეს, რომ შედგენილია ადმინისტრაციული ოქმი და გატარდებოდა შესაბამისი ზომები. მოსამართლემ ყველა პირთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადება 24 იანვრისთვის გადადო.

 

მსგავსი