აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში სპეცრაზმელების მხრიდან ძალადობაზე საპროტესტო აქციების კიდევ ერთმა მონაწილემ გიორგი ჩუტკერაშვილმა ისაუბრა.

მოსამართლემ ის ადმინისტრაციულ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. ჩუტკერაშვილის განცხადებით, 2 დეკემბერს პროტესტს რუსთაველზე მშვიდობიანად გამოხატავდა, სპეცრაზმელებმა დაიჭირეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, გახადეს ტანსაცმელი და მეორედ უკვე პოლიციის მიკრო ავტობუსში სცემეს. გიორგი ჩუტკერაშვილის თქმით, მას 20-მდე სპეცრაზმელი გაუსწორდა რის შედეგადაც მიიღო მძიმე დაზიანებები. მათ შორის ცალ თვალში დაკარგა მხედველობა. პროცესზე მან ასევე განაცხადა, რომ მოწმეებად სასამართლოში მიყვანილ პოლიციელებს ის არ დაუკავებიათ. მისივე განცხადებით სასტიკი ცემის გარდა სპეცრაზმელებმა ის გაძარცვეს. მოპარეს ფეხსაცმელი და ქურთუკი. მოსამართლე მილდენ-ბერგერმა მიიჩნია რომ შსს-ს ხმოვანი შეტყობინება ტერიტორიის დატოვების შესახებ აქციის მონაწილისთვის რუსთაველის დატოვების საფუძველი უნდა გამხდარიყო და გიორგი ჩუტკერაშვილი პოლიციის დაუმორჩილებლობაში გაამტყუნა.