თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე მხარეები აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე მსჯელობენ.
ბრალდების მხარე ბრალდებულების კვლავ პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. პროკურორის განმარტებით, დაკავებულების მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე კვლავ არსებობს. დაცვის მხარის ნაწილი, აღკვეთის სახით, უფრო ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენებით შუამდგომლობს. ადვოკატები სასამართლოს გირაოს, ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის გამოყენებას სთავაზობს.
საქმეზე ბრალდებულ რვა პირს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.