აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრების განცხადება

ხვალ, 15 საათიდან 18 საათამდე გაფიცვისკენ მოსახლეობას მოუწოდეს აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების ოჯახის წევრებმა. ამის შესახებ დაკავებულების ახლობლებმა ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. მათი თქმით, ხვალინდელი გაფიცვა მშვიდობიანი პროტესტის ფორმაა. ისინი დამსაქმებლებს მოუწოდებენ, ხელი არ შეუშალონ დასაქმებულებს 3 საათით გაფიცვაში.