აქციებისას დაკავებულთა სასამართლო პროცესი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის სახლთან გამართული აქციის გამო მონაწილეები 5 000 ლარით დააჯარიმეს.

ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად სცნეს მომღერალი ნინო ქათამაძე, პედაგოგი ლადო აფხაზავა, ჟურნალისტები გელა მთივლიშვილი, ხვიჩა ვაშაყმაძე და ეკა კუხალაშვილი, ფსიქოლოგები მაია ცირამუა, ქეთევან ფილაური, სამოქალაქო აქტივისტი ირინა ზარანდია და საკრებულოს წევრი გივი ცინცაძე. მათ 26 იანვარს აქცია სააპელაციო სასამართლოს იმ მოსამართლის საცხოვრებელ სახლთან გამართეს, რომელმაც ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე წარმოებაში საერთოდ არ მიიღო. სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოვიდნენ აქციის მონაწილეები, რომლებიც კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას უარყოფენ.