აქციებისას დაკავებულების წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს

15:19, 06.03.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამ დროისთვის სხდომაზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. დაცვის მხარე გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლობას ითხოვს, ადვოკატები აპელირებენ, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები კანონის დარღვევით არის მოპოვებული. ცნობისთვის, გამოძიება ბრალდებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

მსგავსი