პროტესტი ბათუმში.
11 იანვარს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით ამ წუთებში აქციები ორ ადგილზე მიმდინარეობს. წინასწარი დაკავების იზოლატორთან „ბათუმელების“ და ინტერნეტ-გამოცემა „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის მხარდამჭერი აქცია ეწყობა. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ხვალ დილისთვის არის ჩანიშნული. სისხლის სამართლის წესით დაკავებულ ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის აყვანილ რვა პირს, მოსამართლემ მათი საქმეების განხილვა ცოტა ხნის წინ დაიწყო. გადაწყვეტილება ჯერ მხოლოდ ერთი მოქალაქის მიმართ არის მიღებული. დაკავებულთა ნაწილი სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს.