აქციების დროს დაკავებულების სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მოწმეები დაიკითხებიან. ადვოკატების განცხადებით, საქმეში რეალური მოწმეები არ არსებობენ. მათივე განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს. შეგახსენებთ, რომ საქმეზე ბრალდებულ რვა პირს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.
დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.