თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაკითხა. პროცესზე მოწმეებმა, აქციების მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე დაზიანებებზე და მიყენებულ ზარალზე ისაუბრეს. ასევე სხდომაზე ბრალდების მხარემ წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია.
შეგახსენებთ, საქმეზე ბრალდებულ რვა პირს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.