თბილისის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის და კიდევ შვიდი პირის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა. ერთ-ერთი გამოკითხული პირი განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი იყო, რომელიც პიროტექნიკით დაზიანდა. მისი თქმით, აქციაზე მისვლისას დემონსტრაცია მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით დაიწყო სხვადასხვა საგნების და პიროტექნიკის სროლა. ნუგზარ მირიანაშვილის განმარტებით, აქციის მონაწილეების მიერ ნასროლი პიროტექნიკა ტერფში მოხვდა, რის შემდეგაც ის სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს. დღევანდელ სხდომაზე ასევე დაიკითხა სამი მოწმე ერთი სამართალდამცველი, გამომძიებელო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი. შეგახსენებთ საქმეზე ბრალდებულ რვა პირს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.
დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.