აქციები რუსეთში

რუსეთის ქალაქებში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ დემონსტრაციებზე დაკავებულთა რაოდენობა სამი ათასს აღემატება. თვითმხილვეთა მონაყოლით, სამართალდამცველები ხელკეტებსა და ელექტროშოკებს იყენებენ.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდში“ აცხადებენ, რომ დაკავებულია ალექსეი ნავალნის ცოლი. ასევე დაკავებულთა შორის არიან მედიის წარმომადგენლებიც.

ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო გამოსვლები რუსეთის ქალაქებში გასულ კვირასაც გაიმართა და ასევე მასობრივი დაკავებებით დასრულდა.

რუსეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელმაც მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ უხეში ტაქტიკის გამოყენება დაგმო. ამერიკელმა დიპლომატმა რუსეთის ხელისუფლებას დაკავებულების, მათ შორის ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

მოამბე