აქციები მინეაპოლისში - ტრამპის განცხადება

დონალდ ტრამპის განცხადებით, მინეაპოლისში ალექს პრეტის მკვლელობის შემდეგ მინესოტის გუბერნატორმა, ტიმ უოლცმა მას დაურეკა და თანამშრომლობა შესთავაზა. ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მინეაპოლისში თეთრი სახლის საზღვრის კოორდინატორ ტომ ჰომანს გზავნის, რომელიც ოპერაციებს უშუალოდ უხელმძღვანელებს. ტრამპის თქმით, დღეს ჰომანი და მინეაპოლისის მერი ჯეიკობ ფრეი პირველად შეხვდებიან ერთმანეთს „შემდგომი ნაბიჯების განსახილველად“.