აქციები კიევში
კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში მიხაილო ფედოროვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. კიევში ჩატარებულ აქციაზე 500-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ისინი ფედოროვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვდნენ. შეგახსენებთ, მიხაილო ფედოროვმა სოციალურ ქსელში 15 ივლისს დაწერა, რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით, მან მედიასთან საუბრისას დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრ სირსკისთან კონფლიქტი ჰქონდა.