აქციები კიევსა და კიშინეუში პრაიდის გამო 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში „ლგბტქ+“ საზოგადოების აღლუმი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.

უკრაინის დედაქალაქში მობილიზებულია პოლიცია. უკრაინული სააგენტო „უნიანის“ ცნობით, პრაიდის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ერთნაირ სქესიანი წყვილების ქორწინების ლეგალიზაციაა. გავრცელებული ინფორმაციით, მსვლელობაში 5000 ადამიანი მონაწილეობს. პარალელურად, კიევში აქციას მართავენ „ლგბტქ+“ თემის მოწინააღმდეგეები. მათი თქმით, ისინი ტრადიციული ქორწინებისა და ოჯახის დასაცავად არიან შეკრებილები. მოლდოვაში კი პრაიდი უკვე 6 დღეა გრძელდება. მიუხედავად მერიის აკრძალვისა ამ წუთებში კიშინეუში 1000-მდე ადამიანია შეკრებილი. აქციას მართავენ მათი მოწინააღმდეგეებიც.