აქციები ევროპაში – პრემიერის გამოხმაურება

18:15, 20.10.2026

საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე აქციებს, პრემიერ-მინისტრი ეხმაურება. „პირველ რიგში, ევროპულ ქვეყნებს ვუსურვებთ მშვიდობას და სიმშვიდეს, ეს არის ჩვენი სურვილი ევროპელი ხალხებისა და ევროპული ქვეყნების მიმართ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და ევროპელი პოლიტიკოსები გააკრიტიკა. პრემიერი მათ ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. მისი თქმით, ისინი მომიტინგეებს მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ კონკრეტული ქმედებებისგან. „საქართველოში კი, პირიქით, ისინი აქეზებდნენ ხოლმე, მათ შორის, მოძალადე მომიტინგეებს და უამრავი სიყალბე იყო, მოძალადეებს აცხადებდნენ მშვიდობიან მომიტინგეებად“ – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი